ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეიდან ვაცხადებ უვადო სრულ შიმშილობას - ნახოს ყველამ,...

“დღეიდან ვაცხადებ უვადო სრულ შიმშილობას – ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული” – მიხეილ სააკაშვილი

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უვადო შიმშილობის დაწყების თაობაზე გააკეთა განცხადება და ასევე, კონკრეტული გზავნილებით, მიმართა საზოგადოებას და ოპოზიციას:

პუტინის დავალებით, არსებული კლეპტოკრატიული რეჟიმის და მაფიოზური კლანის მიერ შეგნებულად ხორციელდება ჩემი ინვალიდიზაცია – ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით.

აქედან გამომდინარე მე მინდა ვთქვა: თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეულად კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები.

მე დღეიდან ვაცხადებ უვადო სრულ შიმშილობას და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს.

ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული.

მხოლოდ სულელებს შეუძლიათ დაიჯერონ ის ბრალდებები, რომელიც მე მაქვს წაყენებული. მინდა გითხრათ, რომ ჩალით არაა ეს ქვეყანა დახურული.

მინდა ვუთხრა ყველას ოპოზიციაში: მეგობრებო, გვერდზე გავწიოთ ყველა ამბიციები – სააკაშვილი ნუ გაკომპლექსებთ, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, ყველანი მობილიზებული უნდა ვიყოთ. ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით უნდა მივდიოდეთ, მართლა თუ გვინდა ცვლილება ამ ქვეყანაში,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...