,,ერთიანი ნაციონაური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშრებით და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ტყვეობაში და პატიმრობაში:
,,ჩვენი ვალდებულება და მოვალეობა არის, რომ ჩვენი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობით ამ ტყვეობაში მყოფი ადამიანის განთავისუფლება მიუხედავად იმისა, ბევრს მოსწონს ,,ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ მოწონს.
მე დარწმუნებული ვარ და ვიცი განწყობები საზოგადოების. ბევრ მათგანშიც კი, ვისაც არ მოსწონს ,,,ნაციონალური მოძრაობა“ – დიახაც, არის უსამართლობის განცდა! არავინ არ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ტყვეობაში და პატიმრობაში.
ქვეყანაში რომ არსებობდეს ელემენტარულ დონეზეც კი სამართლიანი სასამართლო, არცერთი საპროტესტო აქციაც კი არ გაიმართებოდა. თავად მიხეილ სააკაშვილიც კი მოთმენით დაელოდებოდა სასამართლო სხდომას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე