მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას წინააღმდეგ წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობის მიმართავს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ხელისუფლებას:
“ირაკლი კობახიძე – გენერალი ჯანაშია კრიმინალი არ არის, არც ფული მიუთვისებია! ის ემსახურებოდა ქვეყანას, პრეზიდენტ(ებ)ს, ასრულებდა ბრძანებას!
არ დაურღვევია კანონი ისევე, როგორც არ არღვევს ანზორ ჩუბინიძე!
თუ ვინმეს აზრად გაქვთ პოლიტიკური განაჩენი, ამოიგდეთ ეს თავიდან!
ქართული სახელმწიფოს სირცხვილი იქნება!” – აცხადებს ელისო კილაძე.