შაბათი, მაისი 4, 2024

პაატა მანჯგალაძე: “თუ არ გაიზრდება თავდაცვის დაფინანსება, შესაძლოა საქართველომ ძალიან სავალალო და მძიმე ფასი გადაიხადოს”

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსგან, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდა მოითხოვა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში, ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს.

ბიუჯეტი არ არის მარტო ციფრების და რიცხვების ერთობლიობა და ეს არის ზუსტად იმის ასახვა თუ როგორ ხედავს მთავრობა იმ პრობლემებს, რომელიც არის ქვეყანაში სოციალური და უსაფრთხოების მიმართულებით.

სოციალურ უსაფრთხოებაზე უკვე ისაუბრა გიორგი ვაშაძემ, თუ როგორ სავალალო პირობებში ვართ და ბედის ანაბარად არიან მიტოვებულები ჩვენი მოქალაქეები.

რაც შეეხება უსაფრთხოების მიმართულებას – გავიმეორებ თქვენს ცნობილ ტერმინს, რომ მასშტაბური ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში და ამ მასშტაბური ზრდის პირობებში, როცა რეგიონში რუსული აგრესიის საფრთხეა, 2021 წელთან შედარებით 2022 წლის ბიუჯეტში რამდენით გაიზარდა თავდაცვის ბიუჯეტი? რამდენით გაიზარდა ჩვენი შეიარაღებული ძალების დაფინანსება არსებული საფრთხის პირობები?

მაშინ, როდესაც ამ მასშტაბური ზრდის პირობებში ვერ იპოვეთ თანხები თავდაცვისთვის, თქვენ თანხები გამონახეთ ბიუროკრატიული ხარჯის გაზრდისთვის და 2021 წელთან შედარებით 2022 წელს აღნიშნული ხარჯი მხოლოდ ხელფასების ნაწილში 200 მლნ. ლარით არის გაზრდილი.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ყოველივე ამაზე ოპოზიციის წარმომადგენელი საუბრობს და თავდაცვაში ყველაფერი რიგზეა. თქვენი წარმომადგენელი, გენერალი ჩაჩიბაია საუბრობდა, რომ ჩვენმა თავდაცვის ძალებმა მის წინაშე არსებული ამოცანა, რომ შეასრულოს აუცილებელია მინიმუმ 300 მილიონით გაიზარდოს ბიუჯეტი. ამის გამო შეიძლება ძალიან სავალალო და მძიმე ფასი გადაიხადოს საქართველომ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის წევრი თავის გამოსვლაში რუსეთთან მიმართებაში არსებულ ჰიბრიდულ გამოწვევებსაც შეეხო და ამ კუთხით საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისაუბრა, რომელსაც მისივე განცხადებით, 82 მილიონი ლარი აქვს დაფინანსება და საინფორმაციო არხს რუსული ჰიბრიდული ომის საწინააღმდეგოდ არც ერთი გადაცემა არ აქვს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული