პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებას ახდენს:
“32 წლის მანძილზე მორალისგან ასეთი დაცლილი ქართული პოლიტიკა არასდროს ყოფილა, მაშინაც კი გრეჩიხა რომ სავაჭროდ დარბოდა აქეთ იქით და ყველასგან “ოქროს პარაშუტს” ითხოვდა.
აწი გამოყრიან პარლამენტიდან, უკან შევლენ, მერე ისევ გამოვლენ, გახარიას შეეკვრებიან თუ ბიძინას, ყველაფერს ერთი ფასი აქვს.
კი იმსახურებენ ხალხისგან წიხლს, მაგრამ “ხალხიც” რომ აღარ დარჩა ქვეყანაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ოქრუაშვილი.