,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო ორგანიზაცია “The Heritage Foundation”-ის მიერ გამოქვეყნებულ, “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” კვლევასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში:
,,მართლმსაჯულება იმის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, ვინც მეტ ფულს გადაიხდის. ეს არის ბიზნესის მთავარი პრობლემა დღეს ქვეყანაში.
- გაუარესებული გვაქვს მაჩვენებლები;
- წინ არ მივდივართ;
- ინვესტიციები არ შემოდის;
- უფლებრივი მდგომარეობები დარღვეულია, აბსოლუტურად ყველასი.
ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში!
თუ ასე გაგრძელდა კიდევ უფრო გაგვიჭირდება, ვიდრე გვიჭირს დღეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე