spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაუმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი იცვლება

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი იცვლება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებების მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაცია.

მოქმედი რეგულაციით უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაცია აკრედიტაციის განაცხადს წარადგენს თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე. ცვლილებების შემდეგ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა და უფლებამოსილება სააკრედიტაციოდ წარმოადგინონ პროგრამის შინაარსის, სწავლის მიზნების და შედეგების ნიშნით ერთ კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ დადებით მხარეებზე, რასაც ეს ცვლილება მოიტანს:

კლასტერული აკრედიტაციის მოდელი სახელმწიფოს, საზოგადოებას, განათლების სფეროს ექსპერტებს მისცემს საშუალებას გააკეთონ ანალიზი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო სახელმწიფოში. ასევე, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვას და მობილიზებას“, – განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ცვლილება გამომდინარეობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მუდმივი განახლებისა და განვითარების, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სისტემასთან ჰარმონიზაციის მიზნებიდან.

დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად 76 ხმით დაუჭირეს მხარი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ სხდომაზე განსახილველად ასევე გამოიტანა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც უქმდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმი.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დღეისათვის არსებობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გარე შეფასების აკრედიტაციის მექანიზმი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ნებაყოფლობითია, მაგრამ ის დღეს აქტიურად არ გამოიყენება და მისი ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ სამმა პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია ნებაყოფლობით.

დღის წესრიგში დადგა გარე შეფასების მოქმედი მექანიზმის გაუქმება – აკრედიტაცია და მისი მიზნების ინტეგრირება მოხდეს მეორე გარე შეფასების მექანიზმში, როგორიცაა ავტორიზაცია, რომლის სტანდარტებიც ასევე იცვლება და განისაზღვრება ავტორიზაციის სტანდარტების ქვესტანდარტები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებლის განცხადებით საერთაშორისო გამოცდილებით, სკოლის გარე შეფასების ორი მექანიზმი არ არსებობს და ერთ მექანიზმში ამ ფუნქციის ინტეგრირება საუკეთესო უცხოური გამოცდილების შესაბამისად განხორციელდება.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

შეიქმნება განათლების ხარისხის მოქნილი, შინაარსზე ორიენტირებული, თანამედროვე ავტორიზაციის ინსტიტუტი. უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ საგნობრივ დონეზე. კერძოდ, შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გაივლიან მხოლოდ ავტორიზაციას“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

პარლამენტმა ასევე იმსჯელა პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტებს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა…” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“ის ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, ხელახლა დაჯგუფდნენ” – ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...