,,სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ პარლამენტში პენსიონრების ,,სამართლებრივი დახმარების ცენტრის“ შექმნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშილმა:
,,ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციასთან ჯანსაღ ურთიერთობაზე – ამის მტკიცებულება არის ის, მაგალითად, რომ ნაყოფიერი მუშაობა მივიდა იმ პოზიტიურ შედეგამდე, რასაც ჰქვია პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის პროცენტის დაკლება – საკმაოდ მნიშვნელოვნად, მინიმუმ 10%-ით.
თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შეძლებს და ჯანსაღად მიუდგება ნებისმიერ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთ საკითხებში ვითანამშრომლოთ. ჩვენი საზოგადოებისთვის კარგი და გონიერი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


