spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარლამენტში ვქმნით პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს" - გიორგი...

“პარლამენტში ვქმნით პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ შეიქმნა პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრი, სადაც პარტია საბანკო სესხებთან დაკავშირებით პენსიონერების, დევნილების და შშმ პირების უფლებების დაცვაზე იმუშავებს:

,,ჩვენმა საერთო ძალისხმევამ პირველი შედეგები გამოიღო და გუშინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, უკვე მთავრობასთან შეთანხმებით, რომ პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის პროცენტი მინიმუმ 10 %-ით დაიწევს. ასევე, პენსიონერი აღარ გადაიხდის პენსიის დარიგების ფულს. რაც მთავარია, ამ საკითხს ვეღარ გამოიყენებს ვერც ერთი ბანკი, მათ შორის ,,ლიბერთი ბანკი“ იმ ძარცვის მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც მას ჰქონდა ამ კუთხით.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ამ საკითხზე 80 000 ხელმოწერა გვქონდა ჩვენ 2020 წელს შეგროვებული. მინდა იმ ოპოზიციურ პარტიებსაც ვუთხრა მადლობა, ვინც ამ კუთხით აქტიურობდა.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. მე გუშინაც განვაცხადე, რომ არის კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც დასარეგულირებელია იმისთვის, რომ ეს ძარცვის მონოპოლიები ქვეყანაში არ არსებობდეს. სამწუხაროდ, მასობრივად ხდება საქართველოში პენსიონერების, დევნილების, შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებების დარღვევა, მათ შორის, სასესხო საკითხებთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ,,სტრატეგია აღმაშენებელმა“ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში ვქმნით პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს. ვისაც გაქვთ სამართლებრივი პრობლემები, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ,,ცხელ ხაზზე“ და ჩვენ დეტალურად გავივლით თქვენს ყველა პრობლემას. ასობით ადამიანმა უკვე გამოგვიგზავნა ინფორმაცია საკუთარ სასესხო საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ როგორც ვხედავთ, ძალიან ხშრად ხდება, უბრალოდ მოტყუება ადამიანების, არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ბანკების მხრიდან, რის გამოც შემდგომ ეს ადამიანები წლების მანძილზე უსამართლოდ იჩაგრებიან.

აღნიშნულ ცენტრს უხელმძღვანელებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე.

ის ნაბიჯი, რაც გუშინ გადაიდგა ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამ საკითხს უნდა ბოლომდე მიყვანა, რომ რეალურად ყველა პენსიონერმა, დევნილმა, შშმ პირმა საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს ის კონკრეტული შედეგი, რომელიც საერთო ძალისხმევით დავაყენეთ ქვეყანაში. სწორედ ასეთი ტიპის ბრძოლას, ასეთი ტიპის ქმედებებს მოაქვს კონკრეტული შედეგი საზოგადოებისთვის!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...