შაბათი, მაისი 17, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავდგეთ არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ,...

“ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავდგეთ არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად და ქვეყნის გადასარჩენად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ინიცირებულ ეროვნული თანხმობის პროცესს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით პოზიტიურადაა განწყობილი და მიაჩნია, რომ თანხმობა 3 კონკრეტულ მთავარ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს:

მე თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე და ახლაც მომწონს ზოგადი იდეა. რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ პროცესმა ვერ მიგვიყვანა წარსულის ერთნაირ შეფასებებზე. ასეთი ერთნაირი შეფასება მსოფლიოს უმეტეს ნაწილებში არ არსებობს და იქ რაღაცნაირად ცხოვრობს ხალხი და პოულობს საერთო ენას.

მაგალითად, ქალბატონი სალომე თვლის, რომ ჩვენი “9 წელი” ძალიან უარყოფითი იყო. გამოკითხვებში ჩვენი ხალხის 70%-ს იმ წლებთან დადებითი ასოციაციები აკავშირებს. ამიტომ მგონია, რომ თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს 3 მთავარ რამეს:

1. წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას;
2. დღეიდან ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას;
3. მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას.

თუ ეს ყველაფერი აქეთ წავა, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები. უბრალოდ მაფიქრებს დროში 2 დამთხვევა. ჯერ ერთი, შარშან ეს პროცესი დაიწყო როცა ქუჩა დუღდა და გაჩენილმა მოლოდინებმა საპროტესტო ტემპერატურის დაწევას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. იანვარში იყო შესვენება და ახლა, როცა პოლიტიკური პროცესები, მათ შორის საპროტესტო მუხტი ისევ სწრაფად დაიძრა, ხელახლა ჩაირთო პარალელურად “თანხმობის პროცესი”.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას ქალბატონი პრეზიდენტი სპეციალურად ამთხვევს, მაგრამ არ მინდა ნამდვილი პოლიტიკური პროცესი ჩანაცვლდეს იმიტაციით და მულიაჟით. მზად ვართ ყველანი, დავეხმაროთ პრეზიდენტს პროცესის შინაარსით შევსებაში და გულწრფელად ვგულშემატკივრობ მას ამაში, მაგრამ ამასთანავე სხვა საქმესაც მივხედოთ ყველამ ერთად, საქმეს!

გვახსოვდეს, რომ დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავდგეთ არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად და ქვეყნის გადასარჩენად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: “ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც...

პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოზიციას აფიქსირებს საგამოძიებო...

“ფული, წარმატება, ჯანმრთელობა” – მარიამ შენგელიას 3 სურვილი

ევროვიზიის კონკურსანტ, მარიამ შენგელიას დაუსვეს შეკითხვა - "რას ისურვებდით,...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...