საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და განსაზღვრა ის პრიორიტეტები, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მათზე უნდა გაამახვილოს ყურადღება სალომე ზურაბიშვილმა:
,,ჩემი აზრით, ამ პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე. რა თქმა უნდა, წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, მათ შორის წარსულის შეფასებაც, იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ ჩვენ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამაზე მოხდეს შეთანხმება – კონკრეტულად როგორი სახელმწიფო, როგორი ინსტიტუტები გვინდა გვქონდეს ქვეყანაში.
თუმცა, ბოლო პერიოდში მე მაინც მესმის პრეზიდენტისგან ის გზავნილები, რომ მთავარი აქცენტი ამ პროცესის იქნება წარსულის ისტორიული შეფასება. ამიტომ დღეს მე მოვედი ალბათ იმიტომ, რომ ვნახო რა არის პრეზიდენტის გზავნილი და ხედვა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე