ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს...

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა (რუსთავი, გარდაბანი) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები (ბათუმი) გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა, რაც საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობების, პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად პერიოდულად იგეგმება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა კი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და მოგიწოდებთ, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, რაც მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და გაშუქება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკოს ვებგვერდს – cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე – 2 51-00-51.

დეტალები იხილეთ აქ:
პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის:
https://cesko.ge/ge/archevnebi/2022/2022shualeduri-archevnebi/damkvirveblebi-da-media2022

საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის:
https://cesko.ge/ge/archevnebi/2022/sakrebulo-2022-2-aprili/damkvirveblebi-da-media20221

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...