spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ლეიბორისტული პარტია" და პირადად მე ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე...

“ლეიბორისტული პარტია” და პირადად მე ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავადგამთ დიდ ქვას, რომ იქიდან არასოდეს პატარა ბიძინებიც კი აღარ ამოძვრნენ და საქართველოს მომავალი არ გაანულონ!” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მწვავე შეფასებას აკეთებს საპარლამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის გადაწყვეტილების გამო:

,,ოლიგარქი ივანიშვილის პირადი დიქტატურა იღებს უპრეცედენტო სახეს. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად სადეპუტატო უფლებამოსილებას წყვეტს პარლამენტი იმის გამო, რომ წელს გამოცხადებული აქვს პოლიტიკური ბოიკოტი გაყალბების და ძალაუფლების მიტაცებასთან დაკავშირებით.

ასეთი რამ არცერთ ეპოქაში, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით.

ხომ ნახეთ, როგორ ეშინიათ ჩვენი?! როგორ ეშინიათ ერთი დეპუტატის და ამის შემდეგ ვინმე დაიჯერებს, რომ ,,ლეიბორისტულ პარტიას” ივანიშვილი ფრაქციის სახით შეუშვებდა იქ?! – არ გააყალბებდა არჩევნებს, არ მოახდენდა მასობრივ ფალსიფიცირებას და არ მისცემდა დავალებას, რომ ჩვენი ფეხი პარლამენტში არ ყოფილიყო?!

სანამ ეგონათ, რომ იქ არ შევიდოდით, რომ ბოიკოტს გავაგრძელებდი 4 წელი, მანამდე გაცდენები მიდიოდა საპატიოდ, უარიც მითხრეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე, დადგენილებით. როგორც კი გაიგეს, რომ ჩვენ დავიწყეთ გამოკითხვა მოსახლეობაში შესვლა/არშესვლაზე, ისე რომ გადაწყვეტილება არც გვაქვს მიღებული, იმავე წუთს გამოგვეხმაურნენ უფლებამოსილების შეწყვეტით. ამჯერად საპროცედურო კომიტეტის დონეზე და აპირებენ პარლამენტში ამის გატანას.

ისე იქნება თუ ასე იქნება, ,,ლეიბორისტული” პარტია და პირადად მე, ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავადგამთ დიდ ქვას, რომ იქიდან არასოდეს პატარა ბიძინებიც კი აღარ ამოძვრნენ და საქართველოს მომავალი არ დაღუპონ.

აი ამას ვპირდები აქედან ოლიგარქს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში პირველი საკითხი, რაც იქნება ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის გასაგონად ნათქვამი – ეს ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნაა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...