ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

გიორგი ვაშაძე: “2017 წელს ჩვენ გვქონდა “ბლოკჩეინ ქალაქის” ინიციატივა, მაგრამ ამას არ მოჰყვა მხარდაჭერა, ამიტომ მივმართავ პრემიერ მინისტრს – ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დანიშნეთ დრო, თარიღი და მზად ვართ ჩავერთოთ, მოვიტანოთ ჩვენი იდეები”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძის თქმით, პრობლემად რჩება ის ფაქტიც, რომ „ქართულ ოცნებას“ კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მას და მის გუნდს 2017 წელს ჰქონდა „ბლოკჩეინ ქალაქის“ იდეა, რომელსაც შესაბამისი მხარდაჭერა არ მოყვა. აქვე ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შესაძლო თანამშრომლობის ინიციატივა გამოთქვა და მმართველი გუნდის ლიდერს თავისი პოლიტიკური გუნდის მიერ შექმნილი იდეების გაზიარება შესთავაზა.

მთავარი პრობლემაა, რატომ აქვს ამხელა რეიტინგი „ქართულ ოცნებას“? არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქვს და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ეტყობა, ჩვენ ვერ ავუხსენით მოსახლეობის იმხელა რაოდენობას კარგად, თუ რატომ ვართ ჩვენ უკეთესი, ვიდრე „ქართული ოცნება“. პარტიის მოწონების მაჩვენებელი რომ ნახოთ, „ქართულ ოცნებას“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოწონება აქვს, მაგრამ რეიტინგი იმიტომ აქვს, რომ ამაზე უკეთესს ვერ ხედავს ამომრჩეველი, ჩვენ ვერ დავანახეთ, ვერ ვაჩვენეთ. სწორედ ამიტომ, ავტორიტარიზმისკენ რომ არ წავიდეთ, ჩვენი სტრატეგია ამ კუთხით არის ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მეტი პოტენციალი აქვს, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს დემოკრატიული ინსტიტუტები.

არ შეიძლება ამ საკითხსაც არ შევეხოთ, თქვენ ხომ გახსოვთ 2017 წელს „ბლოქჩეინ ქალაქის“ იდეა გვქონდა, მას შემდეგ ამ საკითხზე მუშაობა არ შემიჩერებია. მე ვამბობ, რომ დღეს საქართველო, ტექნოლოგიური მიმართულებით თუ გადადგამს ნაბიჯებს შესაბამისი რეგულატორული რეგულაციების მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია „GDP“-ის მიმართულებით 5% მინიმუმ იყოს ტექნოლოგიები 3 წელიწადში, ეს შეიძლება იყოს ის მილიარდები, რომელიც შემოვა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. პირადპირ გეტყვით ახლა მე ვცვლი სტრატეგიას, პრემიერმინისტრს ვეუბნები – თქვენ ხომ თქვით, რომ ღია და გახსნილი ხართ საქმის კეთებაში, მე მზად ვარ მივიდე პრემიერ-მინისტრთან ნებისმიერ მისთვის სასურველ ფორმატში, გავიაროთ ეს საკითხები და გავაკეთოთ საქმე თუ მას რეალურად სურს საქმის კეთება.

პანდემიის შემდგომ ვითარებაში მსოფლიოს ეკონომიკური გარემოს სრული რესტარტი იწყება, იცვლება ეკონომიკის სტრუქტურა. ტექნოლოგიები გახდა მთავარი ნაწილი, უფროსი ასაკის მქონე ადამიანმა, რომელმაც არ იცოდა ტექნოლოგიების მოხმარება, მასაც მოუწია შესწავლა, ცხოვრება გაციფრულდა.

მეორე საკითხი მდგომარეობს ტენდენციაში, რომელშიც მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა, ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდა. ყველა სტატიას, რომ გადავხედოთ ტოპ-100 მდიდარი ადამიანის ქონება გაიზარდა 2-ჯერ, 3-ჯერ და ასე შემდეგ. დაახლოვებით 100 მილიონი ადამიანი შეემატა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რიცხვს. იგივე არის სახელმწიფოების შემთხვევაში, თუ ჩვენ შემდგომ 2 წელიწადში ეს შესაძლებლობა სწორად არ გამოვიყენეთ, შემდეგი 20 წელი ვიქნებით ღარიბი და გაჭირვებული ქვეყანა, ანუ ხელიდან გავუშვებთ ამ შესაძლებლობას.

ბევრი ფულია მსოფლიო ბაზარზე, რომელიც ეძებს ადგილს სად ჩაიდოს ეს ინვესტიცია, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ მოქნილები, ინოვაციურები, რომ ეს ფინანსური რესურსები მოვიზიდოთ და უბედური, გაჭირვებული ქვეყნის სტატუსი ჩამოვიხსნათ. ამისთვის, რა თქმა უნდა დემოკრატიულ რეფორმებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ, მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებს სახელმწიფო?! მაგალითად მაისში ტურისტული სეზონი გაიხსნება, მსოფლიოში იქნება ტურისტული ბუმი იმიტომ, რომ მოიხსნება შეზღუდვები. როგორ ვემზადებით?! რამდენი ახალი საბაგირო გაკეთდა?! კი არ გაკეთდა არსებულსაც ვერ ვუვლით ამის მაგალითი კი ბაკურიანია, ყოველ სეზონზე შეიძლება გუდაურში გვქონდეს პრობლემა?! რამდენი ახალი მარშრუტი გავაკეთეთ?! რა მოსამზადებელ სამუშაოებს აკეთებს სახელმწიფო ტურიზმის მიმართულებით?!

მესამე – კროპტო ვალუტები – რასაც მე ვამბობდი „ბლოქჩეინ ქალაქთან“ მიმართებაში, ახლა 4 წლის შემდეგ დუბაი აკეთებს. მათ გამოაცხადეს, რომ იმ კრიპტო კოდექსს, რომელსაც მე ვთავაზობდი და დღესაც ვთავაზობ დამუშავებული ვერსიით სახელმწიფოს, მილიარდებით, ათასობით და ათი ათასობით მაღალშემოსავლიანი ადამიანის და კომპანიების მოზიდვის შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ამას აკეთებს დუბაი, ჩვენ 2017 წელს თბილისის კამპანიის დროს გვქონდა „ბლოქჩეინ ქალაქის“ იდეა, მაშინ, რომ დაგვეწყო ჩვენ ახლა ვიქნებოდით „გაფრენილი“, მაგრამ დღესაც არ არის გვიან, მანამ სანამ ამას ახლა აკეთებს დუბაი, ვიდრე ბელორუსი ცდილობს ძალიან ბევრს ამ მიმართულებით. უკრაინაში არის ელექტრონული პასპორტი და პირადობა, პირდაპირ გეტყვით ჩვენი გუნდის იდეებია, ახლა ცალკე სამინისტრო შექმნეს და აკეთებენ ამ ყველაფერს. ჩართეთ და მოუსმინეთ, ჩემი ტერმინოლოგიით საუბრობს უკრაინელი მინისტრი.

ამიტომ, საზოგადოებას ვეუბნები, უნდა გამოვფხიზლდეთ და თვალი გავახილოთ. – გინდათ მოვიტანოთ ჩვენი მოდელი, უფასო როგორ შეიძლება იყოს ტრანსპორტი? მოვალ, მზად ვართ მოვიტანოთ და დაგისაბუთოთ, რომ ეკონომიკურად თბილისისთვის ყველაზე სწორი ეს იქნება.

ადამიანები კი არ უნდა ჩავკეტოთ სახლში, რადგან გადაადგილების თანხა არ აქვთ, პირიქით, მათაც უნდა შეეძლოთ აქტიურობა, რათა სამუშაო ადგილი იპოვონ.

მივმართავ პრემიერ მინისტრს, რომელსაც, სხვათა შორის, კოვიდი აქვს, პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ და მივმართავ – ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დანიშნეთ დრო, თარიღი და მზად ვართ ჩავერთოთ. წამალი იქნება თუ პენსიები, მზად ვართ, რომ ჩავერთოთ. მზად ვართ, შევცვალოთ ფორმატი. სადღაც ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ხომ ამბობთ, რომ ღია ხართ, ჰოდა მოვალთ და გაჩვენებთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული