შაბათი, მაისი 17, 2025
12.9 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის...

“არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევა!” – ბაჩანა შენგელია

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ზუგდიდში ტრაგიკულად გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, სამოქალაქო აქტივისტი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მტკიცე პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ მიმართვას ავრცელებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მისამართით:

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ შემდეგ კვირაში უნდა დასრულდეს.

მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს (არავის მოვნიშნავ, რადგან ამ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები თითქმის ყველა პირი მეგობრებში მყავს), არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევა! ჩემთვის ეს იქნება ყველანაირი წითელი ხაზი ამ პარტიასთან და სამწუხაროდ, ბევრ ჩემ მეგობართან ვინც ამ პარტიაშია.

იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. ეს იქნება აღიარება იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და არა, ასეთი სიბინძურე პოლიტიკაში ნამდვილად არ მოსულა!

ცალკე ამბავია ის, რომ ჩემი აზრით არც ერთ ქალაქში ეს შეთანხმება გრძელვადიან შედეგს არ მოიტანს, რადგან ბოროტებასთან გარიგებას არასდროს არ მოუტანია სიკეთე. იმ ადამიანის პარტიის წევრს, რომლის კისერზე 20 ივნისი, იას გარდაცვალება, ანაკლიის დასამარება და კიდევ უამრავი მძიმე დანაშაულია, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ არაფერი ესაქმება. მისი პარტიის წევრები ამ ყველა ფაქტის მერე დადგნენ მასთან და შესაბამისად, უნდა იზიარებდნენ ყველა ზემოჩამოთვლილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, ამიტომ მათ ზნეობაზე ან ღირებულებებზე ახლა აქ არაფერს დავწერ, ეს ისედაც ცხადია.

მე უბრალოდ მოგმართავთ თქვენ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, როგორც რიგითი ზუგდიდელი, რომლისთვის ღირებულება არის მთავარი და დარჩება ნებისმიერ სიტუაციაში. ასეთი იყო ია და შეეწირა კიდევაც იმ იდეალებს, რასაც თავისუფლება და ქვეყნის სიყვარული ჰქვია. არაფრის ფასად არ დაუშვათ ეს მარაზმი! აბსურდია იმის მტკიცება, რომ ეს ფაქტი რეჟიმს შიგნიდან მოარყევს. ეს ამბავი მუდმივად იქნება დამოკლეს მახვილივით ჩვენ თავზე და ნებისმიერ მნიშვნელოვან მომენტში საკრებულო თავისი კვაზი-თავმჯდომარით ისევ ჩადგება ,,ოცნების” სამსახურში, როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია.

,,ჯერ არასდროს გაუმარჯვიათ მშიშრებს და მსტოვრებს“, ვერც ახლა უნდა გაიმარჯვონ, მხოლოდ უკომპრომისობა და იდეალები იმარჯვებენ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას, რეგიონს და ქალაქს სჭირდება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩანა შენგელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“ივანიშვილის თოჯინა კობახიძეს თურმე არ ესმის, ამერიკა რატომ არ იხუტებს გულში მის ვითომ მთავრობას...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...