ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება„ისწავლე და დასაქმდი“ - მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში პროფესიულ...

„ისწავლე და დასაქმდი“ – მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში პროფესიულ მომზადებას 1123 მოქალაქე გადის

მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ გრძელდება. ამჟამად, ოთხ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში მომზადებას 1123 მოქალაქე გადის. პროგრამაში ჩართული პირები 40-ზე მეტ პროფესიას „იკაროსში“, „მერმისში“, „სპექტრში“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ეუფლებიან.

სწავლების პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია კოლეჯ „მერმისში“ გაეცნო.

პროგრამაში ჩართული მოქალაქეები შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნად სპეციალობებს მშენებლობის,  მომსახურების,  წარმოების,  დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო,  ინჟინერიის  და ინფორმაციული ტექნოლოგიის სფეროებში ეუფლებიან. ვთანამშრომლობთ არა მარტო პროფესიული სასწავლებლებთან, არამედ დამსაქმებლებთან, რომელთა დახმარებით, კურსის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სხვადასხვა კომპანიებში საქმდებიან. 2018 წელს დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და ამ ხნის განმავლობაში 5600 მოქალაქე ჩაერთო. პროგრამის 4500-მა მონაწილემ მომზადება უკვე დაასრულა და მათი 75 პროცენტი დასაქმებულია“,  – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული  რეგისტრაცია ხორციელდება მერიის ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge

მონაწილეების ახალი ნაკადის მიღება მიმდინარე წლის მარტში იგეგმება. პროგრამაში ჩართვისთვის საჭიროა მოქალაქე იყოს მინიმუმ 18 წლის და თბილისში რეგისტრირებული.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...