spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა აქუბარდია: ასოცირების დღის წესრიგის დროული შესრულება არის...

თეონა აქუბარდია: ასოცირების დღის წესრიგის დროული შესრულება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად ბევრი სირთულისა, რომელიც შიდაპოლიტიკურ კონტექსტში გვაქვს

ასოცირების დღის წესრიგის დროული შესრულება 2024-ში განაცხადთან მიმართებაში არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად ბევრი სირთულისა, რომელიც შიდაპოლიტიკურ კონტექსტში გვაქვს. როგორც უყურებთ ამ ამბიციური განაცხადის გეგმას 2024-ში ევროკავშირში განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით და რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაციები იმისთვის, რომ საქართველომ ეს ყველაფერი წარმატებით შეძლოს“, – მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ევროპარლამენტარს, საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, სვენ მიქსერს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

თეონა აქუბარდია ასევე დაინტერესდა ევროპარლამენტარის მოსაზრებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და შანტაჟის ფონზე.

პროდასავლური პარტიები ამ საკითხში ვფიქრობ, რომ ვართ ერთიანები. კითხვა შეეხება ასოცირების ტრიოს ფორმატს, რომელიც ზაფხულში გაფორმდა საქართველოში – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, რომელიც არის დამატებითი შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

მით უფრო იმ ფონზე, როდესაც დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი ღიად აშანტაჟებს დასავლეთს და ემუქრება არა მხოლოდ ჩვენს სუვერენიტეტს და ნატოში წევრობას, არამედ ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციის ნებას, რომლიც ხალხის მხარდაჭერით არის განპირობებული.

მათ შორის ბოლო კვლევებითაც ეს მხარდაჭერა 80%-ზე ზევით არის. ტრიოს პერსპექტივასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები იქნებოდა მნიშვნელოვანი რუსული აგრესიისა და შანტაჟის ფონზე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...