კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით – ხატია დეკანოიძე

პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის მხრიდან ბოიკოტის შეწყვეტისა და საპარლამენტო მუშაობის გეგმების თაობაზე ისაუბრა:

,,დღეს მინდა საზოგადოებას ღიად/საჯაროდ ვაუწყო პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ჩვენი ფრაქციის მიერ განსაზღვრულ სტრატეგიას საგაზაფხულო სესიაზე საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პარტია არის მრავალრიცხოვანი, მრავალ ათასიანი ორგანიზმი ბევრი მხარდამჭერით, რა თქმა უნდა, სხვა და სხვა მოსაზრებებით. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მსჯელობა არა მხოლოდ ფრაქციაში, არამედ პარტიის შიგნით, მათ შორის ჩვენს მხარდამჭერებთან.

როგორც მოსალოდნელია იყო აზრთა სხვადასხვაობები, თუ როგორი სტრატეგია უნდა წარგვედგინა ჩვენ დღეს, მაგრამ შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება – ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს.

ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი, რა თქმა უნდა, იქნება რეჟიმის საჯარო მხილება, თუ, რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით, როგორ ეპყრობა რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, როგორ მოექცა მას სახელმწიფო ინსტიტუტები არაერთხელ და სწორედ ამისთვის ჩვენ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას. ეს კომისია რაც შეიძლება მალე უნდა ამოქმედდეს, ფრაქცია დღესვე იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რომ რეალურად ფარდა ავხადოთ იმას, თუ რა მოხდა სააკაშვილთან მიმართებაში.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით. ჩვენი სტრატეგიაა – ყველა ფრონტზე, არა მხოლოდ პარლამანტში თუ საკრებულოში, არამედ ქუჩაშიც, მათ შორის მწვავე საგაზაფხულო პროტესტით ვიბრძოლებთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...