spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს იქნება ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი, როდესაც ჩვენთვის...

“ეს იქნება ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი, როდესაც ჩვენთვის პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს” – ხატია დეკანოიძე

.,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრო ხატია დეკანოიძე კომენტარს აკეთებს პარტიის სამომავლო სტარტეგიულ გეგმებზე. მისი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მოსახლეობას რამდენიმე დღეში თავად გააცნობს:

,,მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა. ეს არ იყო პირველი შეხვედრა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ეხება არა მხოლოდ ფრაქციის, არამედ პარტიის სტრატეგიას მთლიანად. რა სტრატეგია გვაქვს? რა არის ჩვენი ამოცანები? როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები იმისთვის, რომ პარტიაც, ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი, არა მხოლოდ ჩვენ – გააქტიურდეს და გაზაფხულზე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის.

ამიტომ მოგახსენებთ, რომ დღეს ფრაქციამ ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ – ფაქტიურად ყველა წევრი იქნა ამ გადაწყვეტილების მიღების მიმდინარეობიისას ჩართული. მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია პარტიული და ფრაქციული. გაზაფხულზე კი ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე თვითონ, პირადად ორშაბათს წარმოგიდგენთ, მათ შორის, იგივე საპარლამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ასე, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდით და მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი, როდესაც ჩვენთვის პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს.

  • ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, მის მიმართ არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი;
  • აქტიურობები, აქციები – რაც გულისმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე. ეს აქტიურობა უნდა იყოს წარმოდგენილი არა მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ძალიან ფართო სპექტრით. ეს უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა.

შესაბამისად, ამ სტრატეგიის შესახებ და თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ ამ მიზნების მიღწევას, ორშაბათს 12 საათზე მე თვითონ, პირადად წარმოგიდგენთ ბრიფინგზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...