ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულმა ოცნებამ აჩვენა უმაღლესი კლასი!" - ლევან ნიკოლეიშვილი

“ქართულმა ოცნებამ აჩვენა უმაღლესი კლასი!” – ლევან ნიკოლეიშვილი

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი, უკრაინასთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტის შეფასებისას, აღფრთოვანებას ვერ მალავს და აღნიშნავს, რომ მასში სწორი, უდავო, საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობები და მარტივი ჭეშმარიტებებია მოტანილი:

ქართულმა ოცნებამ აჩვენა უმაღლესი კლასი!

პირველი და მთავარი, – საგარეო საკითხებთან მიმართებით სწორი პოზიციონირებისათვის, შექმნა რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც გამოხატა ღია მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის სუვერენული უფლებების მიმართ, ამავდროულად ტექსტს მსოფლიოში ვერავინ ეყოლება შემდავებელი (თქვენ წარმოიდგინეთ რუსებიც კი), იმდენად უდავო, სწორი და საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობები და მარტივი ჭეშმარიტებებია მოტანილი!

ამასთანავე, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს!

ქვეყნის შიგნით, ერთი ის რომ, გაემიჯნა რადიკალური ოპოზიციის პოზიციას, არ დაფიქსირდა მათთან ერთად ხელმომწერად, რითაც თავი დაიზღვია პროვოკაციული რიტორიკისგან როგორც ახლა, ისე (განსაკუთრებით) მომავალში. და მეორე, – იმავდროულად ოპოზიციასაც დააფიქსირებინა, რომ რეზოლუციის პრინციპებს ეთანხმებიან.

მართლა ბრავო!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ტრამპმა უბრალოდ სამიოდე თვით გაითამაშა “მშვიდობისმყოფელის” როლი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ თავის...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...