კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიგიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" და "რეფორმების ჯგუფი"...

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი” და “რეფორმების ჯგუფი” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს თენგიზ თევზაძის კანდიდატურას

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელმა” და საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან, თენგიზ თევზაძესთან პარლამენტში შეხვდა გამართა. შეხვედრაზე თევზაძემ საარჩევნო მიმართულებით გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებს საკუთარი შეხედულებები გააცნო. შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ როგორც პარტია ასევე ფრაქცია თენგიზ თევზაძის კანდიდატურას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დაუჭერს:

“სტრატეგია აღმაშენებელი” და „რეფორმების ჯგუფი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს თენგიზ თევზაძის კანდიდატურას. ჩვენ “ქართულ ოცნებას” და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას აღნიშნულ პოსტზე.

რაც შეეხება ჩვენს რჩევებს, თევზაძე აპირებს, რომ ყველა ფრაქციას შეხვდეს, მას ექნება ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა, ასევე მზაობას გამოვხატავთ, რომ კონსულტაცია გაიმართოს “ქართულ ოცნებასთან”, „ცესკოს“ თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით.

როგორც მე მოვისმინე მედიაეთერით, მმართველი პარტიაც გამოხატავს მზაობას კონსულტაციებისთვის, მაგრამ პირდაპირ რომ გითხრათ ნაკლებად მჯერა შეთანხმების მიღწევის.

იმ შემთხვევაში კი თუ შევთანხმდებით მის კანდიდატურაზე ძალიან კარგი იქნება და რაღაც პრეცედენტს მაინც ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას „ცესკოს“ თავმჯდომარის შერჩევის პროცესში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...