სამშაბათი, აპრილი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობებირეფორმების ჯგუფის დეპუტატები უკრაინის ელჩს შეხვდნენ და უკრაინისადმი...

რეფორმების ჯგუფის დეპუტატები უკრაინის ელჩს შეხვდნენ და უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოაცხადეს

“რეფორმების ჯგუფის” ლიდერები ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, თეონა აქუბარდია და სერგო ჩიხლაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდნენ და უკრაინისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს. როგორც შეხვედრის შემდეგ რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და მხარდაჭერისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადებები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე მყოფმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია, რომელიც სირაქლემის პოზიციაა უკრაინასთან მიმართებაში, დიდი საფრთხის მომტანია საქართველოსთვის. ვაშაძის აზრით ის პრინციპი, რომელიც აქვს უკრაინას, ,,არაფერი უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე”, უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს მაგალითზეც.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...