spot_img
მთავარიIV ხელისუფლებასაგარეო საქმეთა სამინისტრო: "მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის...

საგარეო საქმეთა სამინისტრო: “მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “პოსტ სკრიპტუმში” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას არაეთიკურ მიმართვას რუსეთის პრეზიდენტის მისამართით:

მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები.

ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის...

“ეს “მოსწავლე-მასწავლებლობანას” თამაში, საქართველოს და დასავლეთს შორის, გუშინ არ დაწყებულა, წლობით გრძელდება” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს და საქართველოსთან მიმართებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“მიყვარხართ” , “ყველაფერი კარგად იქნება” – მხოლოდ ამის თქმა მოასწრო😣” – ელისო კილაძის შვილი

2 ივნისს გამართული სასამართლო სხდომის შესახებ მოკლე განმარტებას აკეთებს...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...