spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულის გაკვეთილებიდან...

“დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულის გაკვეთილებიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო გაწონასწორებულ პოლიტიკას განახორციელებს” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის დიპლომატიის 2021 წლის საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მასმედიიდან შესული შეკითხვებიდან, ერთი-ერთი ეხებოდა რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილ საჰაერო მიმოსვლას, რაზეც განმარტებები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

საჯარო კომენტარებში არაერთხელ შევეხეთ ამ თემას. რუსული ავიაკომპანიებისთვის, რუსეთიდან საქართველოში, რუსეთის მოქალაქეების საჰაერო გადაყვანაზე დაწესებული აკრძალვა დროებითია ზომაა და არაერთხელ განვსაზღვრეთ მისი გაუქმების პირობები. ისინი კარგადაა ცნობილი ქართული მხარისთვის. საუბარია საქართველოში არსებული ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხეების თავიდან აცილება. ასევე გასათვალისწინებელია სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

რუსეთი იძულებული გახდა წასულიყო აღნიშნული შეზღუდვებზე, რეაგირება მოხდა ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის საპასუხოდ. ამასთან, ჩვენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების ერთგულები ვრჩებით – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნების ხალხების ინტერესებში შედის. თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულის გაკვეთილებიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო გაწონასწორებულ პოლიტიკას განახორციელებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების პასუხში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...