spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არალეგიტიმურ პარლამენტში პოლიტპატიმარი სააკაშვილის წამების გამოძიების მოთხოვნას მიშას...

“არალეგიტიმურ პარლამენტში პოლიტპატიმარი სააკაშვილის წამების გამოძიების მოთხოვნას მიშას სეფექალები და სეფეკაცები ტაშს უკრავენ ან მრავალმნიშვნელოვანი დუმილით ხვდებიან” – თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაზე

“სარალიძის საქმეზე” საპარლამენტო კომისიის შექმნისა და მუშაობისას წარმოშობილ კონკრეტულ მომენტებს იხსენებს ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი და  ერთგვარი შედარების კონტექსტში შეფასებებს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაზე  პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით:

სარალიძის საქმეზე, ევროპული საქართველოს ინიციატივით, საგამოძიებო კომისია რომ იქმნებოდა, როდესაც პარლამენტიც ლეგიტიმური იყო, თემაც ძალიან მნიშვნელოვანი და კომისიამაც საუკეთესოდ იმუშავა, სააკაშვილის სეფექალებმა და სეფეკაცებმა ბესელიებად გამოგვაცხადეს – კამპანია აწარმოეს რომ ოცნებას შევეკარით და მაგიტომ გვინდა, სარალიძის საქმეს ნათელი მოეფინოს.

ვულგარულად უტვინო და ტუტუცი ბრალდებები ისმოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც მაშინ ასეთ ქაჯობას არ ველოდი.

დღეს, არალეგიტიმურ პარლამენტში პოლიტპატიმარი სააკაშვილის წამების გამოძიებას ითხოვს ნაცმოძრაობა.

მიშას სეფექალები და სეფეკაცები ტაშს უკრავენ, ან მრავალმნიშვნელოვანი დუმილით ხვდებიან.
არც საკუთარ ნასროლ ბრალდებებზე იხდიან ბოდიშს – ხომ შეიძლება გაიაზრო, რომ შეგეშალა და სიტყვას რადგან ფასი აქვს, უკან წაიღო? ეს ხომ კარგი მაგალითი იქნება?
აი ეს ხალხი გამიბრაზდება მერე, შენ “ადამიანები არ გიყვარსო” – მეტყვიან.

ადამიანები კი არა – ორმაგი სტანდარტის, კერპთაყვანისმცემელი, ვულგარული უსინდისოები არ მიყვარს და ყოველთვის ვეცდები, რომ დისკომფორტში იყვნენ.

p.s. ახლა შემახსენეს რომ მარტო ეს კი არა, სააკაშვილი ელექტროენერგიის გაძვირების საგამოძიებო კომისიასაც ითხოვს მიტაცებულ პარლამენტში და გახარიას ეხვეწება, შემომიერთდიო,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...