ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ჩხენკელ მეხოტბეს გამბედაობა უნდა ეყოს და აღიაროს ჩაფლავება"...

“ჩხენკელ მეხოტბეს გამბედაობა უნდა ეყოს და აღიაროს ჩაფლავება” – ნანა ტოხვაძე

საქართველოს განათლების მინისტრს კონკრეტული შეკითხვით მიმართავს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე და აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ თავისი არასწორი პოლიტიკით წყალში ჩაყარა მილიონობით ლარი:

გაამართლა თუ არა საკმაოდ ძვირადღირებულმა პროექტმა „ტელესკოლამ“?

ამ კითხვას ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ვუსვამდით ბატონ მონისტრს. თუმცა, მაშინ სიამაყით აცხადებდა, რომ BBC-ზე ადრე დაიწყო ჩვენმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისტანციური სასწავლო რესურსის გაშუქება.

ცხადია, თავისთავად პროექტი კარგი წამოწყებაა, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა, მაგრამ საკლასო განათლების ალტერნატიულ ინსტრუმენტად მოაზრება იმთავითვე შეცდომა იყო.

განათლების სამინისტროს საზოგადოებისთვის არ წარმოუდგენია არცერთი პარამეტრი პროექტის ეფექტიანობაზე. თითქმის 2 წლისთავზეც უცნობია, რამდენად ხელმისაწვდომი იყო ეს რესურსი მოსწავლეთათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით ან მოსწავლეთა რამდენი პროცენტი იყენებდა აქტიურად.

როგორც ცნობილია, განათლების კომიტეტმა შექმნა სასკოლო განათლებაზე პანდემიის გავლენის მოკვლევის ჯგუფი, რომლის ანგარიში 14 იანვარს გასაჯაროვდა. ხანგრძლივი და მრავალკომპონენტიანი მოკვლევით გამოვლინდა, რომ ტელესკოლის ეფექტიანობაზე დამაჯერებელი საფუძვლები არ არსებობს.

ამდენად, ერთი პრობლემაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან წყალში გადაყრილი მილიონობით ლარი, ხოლო მეორე კიდევ უფრო მწვავე საკითხია მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენა, დისტანციური სწავლებისას.

ცხადია, ბ-ნ ჩხენკელ მეხოტბეს გამბედაობა უნდა ეყოს და აღიაროს პროექტის ჩაფლავება, რითაც უმიზეზოდ ყოყოჩობდა“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პრეტენზიები დასავლეთის მიმართ: "ვერა და ვერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...