კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ზუსტად ვიცი, თუ როგორ უნდა სამართლიანი არჩევნების ჩატარება...

“ზუსტად ვიცი, თუ როგორ უნდა სამართლიანი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის გაზრდა” – თენგიზ თევზაძე

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ მონაწილეობის მიიღებს შესარჩევ კორკურსში, რადგან თვლის, რომ ზუსტად აქვს განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის სუბიექტური ჩარევის შეზღუდვა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის გაზრდა:

,,გადავწყვიტე, მივიღო მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობის შესარჩევ კონკურსში.

ჩემი კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამომდინარეობს ჩემი სამეცნიერო, აკადემიური და პროფესიული გამოცდილებიდან: 2014 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი საარჩევნო სამართალს და გამოქვეყნებული მაქვს 15-მდე სამეცნიერო კვლევა, რომელთა ნაწილი შეეხება არჩევნებს და საარჩევნო პროცესის ანალიზს.

გარდა ამისა, ჩემს მეგობრებთან ერთად შევიმუშავე ინოვაციური სადამკვირვებლო კამპანიის პრინციპები, რომელიც სრულად არის დაფუძნებული მოხალისეობაზე და მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე.

  • ზუსტად ვიცი, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის სუბიექტური ჩარევის შეზღუდვა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის გაზრდა.
  • ვთვლი, რომ ამ პროცესში ჩემი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი, რადგანაც არ წარმოვადგენ არც რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებას და არც დღევანდელ საარჩევნო ადმინისტრაციას. ამავე დროს მაქვს არჩევნებზე დაკვირვების და დარღვევების აღრიცხვის დიდი გამოცდილება.

მოვუწოდებ სხვა კანდიდატებს (დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს) გავმართოთ საჯარო დისკუსია და წარვუდგინოთ საზოგადოებას საარჩევნო პროცესის და საარჩევნო ადმინისტრაციის შელახული რეპუტაციის გამოსწორების ჩვენეული ხედვები“, – წერს სოციალურ ქსელში თენგიზ თევზაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...