ლექსო ლაშქარავას საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გამოქვეყნებას ეხმაურება ტელეკომპანია “TV პირველის” დამფუძნებელი ვახტანგ (ვატო) წერეთელი და კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს ტელეკომპანიის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის მიმართ:
“ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა ტვ პირველმა, ხელშეკრულება გააფორმა “ტვ პირველთან”. ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა!!!
დასკვნას ხელი მოეწერა 30-ში, არ გვითხრა არც იმ დღეს არც 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ სამთავრობო მედიის ვებ-გვერდიდან.
ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ.
ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ “დასკვნა” სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვატო წერეთელი.

