spot_img
მთავარიანალიტიკა"ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები ყაზახეთში" - ხათუნა ლაგაზიძის...

“ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები ყაზახეთში” – ხათუნა ლაგაზიძის პოლიტ-ანალიტიკური შეფასებები

ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს პოლიკიკურ შეფასებებს აძლევს ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები ყაზახეთში:

1. ყაზახეთი სტრატეგიული ქვეყანაა დასავლეთისთვის როგორც ჩინეთზე, ასევე რუსეთზე ზემოქმედებისთვის;

2. დასავლეთისთვის ეს მნიშვნელოვან კოზირად შეიძლება იქცეს რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკების პროცესში;

3. რუსეთს გაუჭირდება თამამად დაიწყოს სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, სანამ ყაზახეთში გული საგულეს არ ექნება;

4. პროტესტი არა იმდენად მოქმედი პრეზიდენტის, ანუ დღევანდელ დღემდე ყაზახი “მედვედევის” წინააღმდეგ, არამედ ძალაუფლების რეალური მფლობელის – ყოფილი პრეზიდენტის და დღემდე უშიშროების საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის – ნაზარბაევის პოლიტიკიდან რეალური ჩამოშორების მოთხოვნაში გადაიზარდა;

5. ამავდროულად, პროცესებით შეიძლება ისარგებლოს რუსეთმაც, უკრაინის “მაიდნის” სცენარით. ანუ, თუ ხელისუფლება ყაზახეთში მოირყა და დასუსტდა, რუსეთმა შეიძლება მოინდომოს ყაზახეთს წაართვას მოსაზღვრე, დიდწილად რუსებით დასახლებული რეგიონები. თუმცა, ყაზახეთის შემთხვევაში არა იმდენად დასავლეთის, რამდენადაც ჩინეთის ინტერესების გათვალისწინება მოუწევს. ამ ეტაპზე რუსეთი აცხადებს, რომ ყაზახეთს არ მიუმართვას არანაირი დახმარებისთვის და ისინი არ აპირებენ ჩაერიონ პროცესებში, თუმცა ბოლო ინფორმაციით, რუსეთმა მაინც გააგზავნა იქ დელეგაცია;

6. ჯერ რთულია თქმა, სპონტანურია პროცესები და თვითდინებით მიდის თუ, მაგალითად, სასახლის კარის გადატრიალებაა, რაც შეიძლება შედიოდეს იგივე მოქმედი პრეზიდენტის ინტერესებშიც, ნაზარბაევის ჩრდილიდან გამოსვლის და რეალური ძალაუფლების ხელში აღების მიზნით;

7. ამ ეტაპზე პროტესტის შეჩერება ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ ნაზარბაევი გადადგა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობიდან. იწვის პრეზიდენტის სასახლე, ხალხი ნაზარბაევის ძეგლებს აგდებს და ცალკეულ ქალაქებში პოლიცია და არმია ხალხის მხარეზე გადადის;

8. მოთხოვნებს შორის გაჩნდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა და ხელისუფლების სახალხო ნდობის მთავრობის ხელში გადასვლა, კონსტიტუციის ცვლილება, საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმება, პარლამენტის არჩევნები 6 თვეში, მერების და გუბერნატორების არჩევითობა.

პროცესების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

ინფორმაციისთვის: ყაზახეთში, თხევად გაზზე ფასის სერიოზული მატება, 2 იანვარს მიტინგებით და დემონსტრაციებით გააპროტესტა მოსახლეობამ, თუმცა ეს რეალურად უფრო მიზეზი გახდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობისთვის, რომელიც სერიოზულ დაუმორჩილებაში გადაიზარდა და უკვე გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნებიც – ხელისუფლების ცვლილება, პროპორციული არჩევნები…

დაძაბულობის მუხტის ჩასაცხრობად ყაზახეთის პრეზიდენტმა, ქასიმ ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა სრული შემადგენლობით გადააყენა, თუმცა პროტესტი მაინც ძლიერდებოდა. ცნობილი ხდება, რომ დემონსტრანტებმა ალმათის აეროპორტი დაიკავეს, ხოლო ქ. თალდიყორღანიში ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი. ორმხვრივი დაპირისპირებისას როგორც აქციების მონაწილეების, ასევე სამართალდამცავების მხრიდან არიან დაშავებულები.

დღის ბოლოს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა ყაზახეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...