spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს" - ნიკა...

“კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს” – ნიკა მელია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ აშშ საელჩოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას  ფეისბუქის პირადი გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, თურმე საქართველოს საზოგადოების დასავლეთის მიმართ ნდობას არყევს.

რა დგას ამ განცხადების უკან? რა არის მისი შეფუთული შინაარსი და გზავნილი და რატომ წარმოაჩენს ეს განცხადება კიდევ ერთხელ, რომ რეჟიმი უკიდურესად სახიფათო გზას ადგას, დასავლელ მეგობრებს შანტაჟის ენაზე ესაუბრება და ქვეყნის ბედით თამაშობს.

მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც მეგობრების წუხილს და მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ ,,შიდა საქმეებში ჩარევად”, ზეწოლად და ,,სუვერენიტეტის შელახვად” აფასებენ
თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება – არის ადამიანური შეცდომების და არასწორი იფორმაციის შედეგი.

კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას – პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება!

სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც.

ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, რომ ეს გეგმა რეჟიმისა, რომ საქართველო დაივიწყონ, ყურადღება აღარ მიაქციონ, რომ რეჟიმს მისცენ დრო და საშუალება საბოლოოდ მიიტაცოს სახელმწიფო ჩაიშალოს! 2022 წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წელია,” – აცხადებს ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...