spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი...

“სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ” – ირაკლი კობახიძე აშშ საელჩოს განცხადებაზე

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მასში არის არაერთი უზუსტობა და ტექნიკური შეცდომები. მმართველი პარტიის ლიდერის განმარტებით, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ:

,,ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30 წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ. სამწუხაროდ, არის ხოლმე ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან, არასწორ შეფასებებს მათი მხირდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი.

სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ!

რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა, საზოგადოებისთვის სამწუხაროდ, ეს არ არის არც ახსნა და არც მითუმეტეს გამართლება. შესაბამისად ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშნელოვანია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ.

რაც შეეხება უშუალოდ განცხადების შინაარსს – აქ არის არა ერთი უზუსტობა, ანუ მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება. მათ შორის არის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც არის ძალიან სამწუხარო. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ბუნებრივია ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის ის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა 2 ნაწილად და არა თუ არ შემცირებულა კომპეტენციები, პირიქით მთლიანობაში გაფართოვდა, ჯამურად, ამ სამსახურის უფლება-მოსილებები.

ეს არის აშკარად ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც არის მაგალითად დაშვებული ამ განცხადებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...