პარასკევი, აპრილი 26, 2024

“მადლობას ვწირავთ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს სწორედ ასეთი გამორჩეული საჭეთმპყრობელი გვარგუნა” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაბადებიდან 89 წელი შეუსრულდა.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მის უწმინდესობას ამ დღეს.

მადლობას ვწირავთ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს სწორედ ასეთი გამორჩეული საჭეთმპყრობელი გვარგუნა. მისი უწმინდესობა მრავალი წელია დაუღალავად გვასწავლის ქრისტეს რწმენის ერთგულებას, სიყვარულს, მადლიერებას, მოთმინებას, სიკეთეს, შენდობასა და ადამიანებზე ზრუნვას.

ვუსურვებთ უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს!

დაე, უფლის შეწევნით, კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს ჭეშმარიტებისა და ქართველი ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული