spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემ წინააღმდეგ დაწყებულია ძალიან ბინძური კამპანია ბოტ-ტროლების საშუალებით“...

“ჩემ წინააღმდეგ დაწყებულია ძალიან ბინძური კამპანია ბოტ-ტროლების საშუალებით“ – ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მედიასთან კომენტარს აკეთებს პარლამენტში8 შეტანილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე. ლონდა თოლორაია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს ვეტოს უფლებას:

,,როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტს ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ კანონის მიღება. ჩემი მიზანი ახლა დარჩა ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ მათ იმ არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის მიღების გამო, რომელიც ალბათ დღეს ან მაქსიმუმ ხვალ იქნება მიღებული.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ კომენტარი, რომ პარლამენტი შეეგებება ამ ვეტოს, ანუ მათ არ აინტერესებთ არც პრეზიდენტის არგუმენტები, არა მხოლოდ ჩვენს ინსტიტუტს არ სცემენ პატივს, არამედ გუშინ ამ კომენტარით პრეზიდენტის ინსტიტუტსაც არ სცეს პატივი. მე პრეზიდენტის განცხადება მაფიქრებინებს, რომ იგი ამ მნიშვნელოვან ბერკეტს გამოიყენებს.

დაწყებულია ძალიან ბინძური კამპანია ბოტ-ტროლების საშუალებით ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ. როგორც წესი, ეს კამპანია იწყება მაშინ, როდესაც ყველანაირად სამართლებრივი და მორალური ბრძოლის წაგება ხდება. უბრალოდ მე მართლა მქონდა იმედი, რომ რაღაცა წითელი ხაზები კიდევ დარჩა, რომლის იქითაც გადასვლა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს არანაირი ასეთი ხაზები არ არსებობს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ” – დიმიტრი (დიტო) სამხარაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...