spot_img
მთავარილიტერატურა და შემოქმედებამწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას...

მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ მწერლები, გამომცემლები, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები

დღეს, 28 ივნისს, მწერალთა სახლში მწერლებმა, გამომცემლებმა, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმება გააპროტესტეს და სტატუს კვოს აღდგენა მოითხოვეს.

მოთხოვნის ადრესატები იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ნატაშა ლომოური, მედეა მეტრეველი, ლაშა ბუღაძე, გვანცა ჯობავა, თეონა დოლენჯაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, პაატა შამუგია, ხათუნა თავდგირიძე, არჩილ ქიქოძე, ანა დოლიძე, ცირა ელისაშვილი, ზაზა კოშკაძე, ნიკა ლაშხია.

მწერლები, გამომცემლები და მთარგმნელები აპროტესტებენ იმას, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მათთან თანამშრომლობის გარეშე დახურა ორი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია, რომლის მთავარი ბენეფიციარებიც ისინი არიან.

მწერლები სრულ თანადგომას უცხადებენ მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილ დირექტორებს – ნატაშა ლომოურს და დეა მეტრეველს. მათ მიაჩნიათ, რომ ქალაქის ყველაზე ღია ლიტერატურული სივრცის მენეჯმენტის შეცვლის მიზანი სწორედ “მწერლობის მოთვინიერება” და ცენზურის დაწესების მცდელობაა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...