,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე მწვავე შეფასებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტნთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მას შემდეგ, რაც გორის ჰოსპიტალში შედგა 2 პრეზიდენტის შეხვედრა, ,,ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დაესაჯა მიხეილ სააკაშვილი და გაეტაცებინა იგი ჰოსპიტალიდან:
,,ქართული ოცნება“ კედლებს ეხეთქება და რაღაცნაირად აგონიაშია, გუშინდელი მთელი ეს საინფორმაციო და მათ შორის, განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც გიორგი მარგველაშვილი შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მან გააკეთა ძალიან მკვეთრი განცხადებები და იტვირთა ნამდვილად, ასე ვთქვათ, მაკონსოლიდირებელი ფუნქცია.
აი ამ ყველაფრის ფონზე ,,ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დაესაჯა მიხეილ სააკაშვილი და გაეტაცებინა იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან.
ჩემი პოზიცია არის შემდეგი: პირველ რიგში, როგორც იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არის არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, პარტიის ლიდერი, არამედ ჩემი მეგობარი – ამ ადამიანის სიცოცხლე არის სასწრაფოდ გადასარჩენი.
ეს ადამიანი ამ ადგილას სამხედრო ჰოსპიტალში, ბადრაგების გარემოცვაში, იმ ადამიანების გარემოცვაში, სამწუხაროდ, ექიმების, ვინც ხელს აწერს მის, ასე ვთქვათ, გაწერის ფორმას და ძალიან კარგად იციან მისი მდგომარეობა, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ნევროლოგიურიც – მისი რეაბილიტაცია აქ არის წარმოუდგენელი.
სააკაშვილის გადაყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს ჩვეულებრივ სამოქალაქო დაწესებულებაში ან უფრო მეტიც. ჩემი პოზიცია ძალიან მყარი არის, ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ ადგილზე გახდება ბიძინა ივანიშვილის მსხვერპლი, ამიტომ მისი გადაყვანა და რეაბილიტაცია აუცილებელია, ალბათ, რომელიმე საზღვარგარეთის მნიშვნელოვან კლინიკაში, სადაც იგი პერსონალური შურისძიების მსხვერპლი არ იქნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


