კვირა, მაისი 18, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს"...

“რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს ოკუპანტების მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის უკანონოდ დააკავების ფაქტთან დაკავშირებით:

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შიზოიდური ოლიგარქიული დიქტატურა ახალ რეკოდებს ამყარებს პოლიტრეპრესიათა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა ნათელაშვილი

გირაოს გადაუხდელობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის

16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...