კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19ამირან გამყრელიძე - კვლევის შედეგად დავადასტურეთ "ომიკრონით" ინფიცირების...

ამირან გამყრელიძე – კვლევის შედეგად დავადასტურეთ “ომიკრონით” ინფიცირების დამატებით 22 შემთხვევა

კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის საქართველოში გავრცელებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ:

ევროპის რეგიონში “ომიკრონი” დომინანტური შტამი გახდება უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან, ასეთია პროგნოზი. ამ ეტაპზე გამოვლენილი ფაქტები ძირითადად საშუალო სიმძიმისაა.

მე ორშაბათს გავაკეთე განცხადება საქართველოში გამოვლენილი “ომიკრონის” 2 შემთხვევის თაობაზე, ფაქტი კიდევ ერთხელ გადამოწმდა და დადასტურდა. ორივე ინფიცირებული ახალგაზრდა ადამიანია 24 წლის ქალბატონი და 26 წლის მამაკაცი – საქართველოს მოქალაქეები. ერთს აქვს მოგზაურობის ისტორია აშშ-ში, მეორეს – ლივანში. მათ ჰქონდათ საკმაოდ ბევრი კონტაქტები, რომელთა კვლევის შედეგად დავადასტურეთ დამატებით 22 შემთხვევა, რომელთაგან ზოგიერთი არის მანამდე გამოვლენილი 2 შემთხვევის კონტაქტი, მაგრამ, ამავე დროს, არის დამოუკიდებელი შემთხვევები და თითქმის ყველა არის შემოტანილი. 9 შემთხვევა შემოსულია დუბაიდან, ერთი თვითმფრინავით. ესენი არიან ადამიანები, ვინც ძირითადად “ფორმულა 1”-ის შეჯიბრზე გახლდნენ. 1 შემთხვევა შემოსულია ბუდაპეშტიდან, 1 – ლონდონიდან და 2 შემთხვევა გახლავთ, თურქეთის გავლით, აფრიკის ქვეყნებიდან. 1 შემთხვევა არის აშშ-დან.

ყველა ეს შემთხვევა არის დღეს ამბოლატორიული, არცერთს არ დაჭირდა სტაციონარი, არის მცირე ტემპერატურული მატება. ერთგან იყო მხოლოდ მაღალი ცხელება, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არცერთს არ დასჭირდა და არიან სახლში დაკვირვების ქვეშ. ამასთანავე, ამათი დაახლოებით 53 კონტაქტის კვლევა ხდება ჩვენი ლაბორატორიული სამსახურების მიერ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...