პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი და პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე აცახდებს, რომ სანამ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი სასამართლო, მართებულად არ მიაჩნია მე-3 პრეზიდენტის ციხეში ყოფნა. მისი თქმით, ნებისმიერი აქცია, რომელიც მიმართული იქნება სამართლიანობისა და პოლიტიკურ დევნაზე უარის თქმისაკენ – ყველგან მივა:
,,ჩემთვის სულერთი არ არის მე-3 პრეზიდენტი დაჭერილი იქნება თუ თავისუფალი. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო.
მე ვთვლი, რომ უსამართლობაა მისი ციხეში ყოფნა, ვიდრე ქვეყანას არ ექნება სამართლიანი სასამართლო. რადგან ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო მიმაჩნია, რომ უნდა მოვნახოთ მექანიზმი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი განთავისუფლდება პატიმრობისგან.
რადგან ვამბობ, რომ უნდა გათავისუფლდეს – ნებისმიერი აქცია, რომელიც მოემსახურება სამართლიან იდეას, სამართლიანი სასამართლოს, სამართლიანი არჩევნების იდეას და პოლიტიკურ დევნაზე უარის თქმას – ყველგან მივალ!“, – განაცხადა პაატა მანჯგლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


