ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიუცხოეთის ამბებიუკრაინელებო, აუცილებლად წადით დასასვენებლად საოცარ და მზიან საქართველოში...

უკრაინელებო, აუცილებლად წადით დასასვენებლად საოცარ და მზიან საქართველოში – პეტრო პოროშენკო

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, “ევროპის სოლიდარობის პარტიის” ლიდერი პეტრო პოროშენკო ეხმიანება კრემლის მხრიდან საქართველოსთვის ეკონომიური პრობლემების შექმნის მცდელობას და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მთლიანად სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს მიმართ, რომელიც იბრძვის რუსულის აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. კრემლი, საქართველოს მიმართ, იგივე მეთოდებს მიმართავს, რაც მან უკრაინის წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენა. ოფიციაურ მოსკოვს სურს ეკონომიურად შეასუსტოს ქვეყანა, სწორედ ამიტომ, მან დაბლოკა ფრენები და ცდილობს, ტურისტულ სფეროზე თავდასხმით, დარტყმა მიაყენოს ქართულ ეკონომიკას.

ჩვენ, უკრაინელები, არასდროს ვტოვებთ გასაჭირში ჩვენს მეგობრებს! სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო უკრაინელ ხალხს, თუ გეგმავთ დასვენებას, აუცილებლად წადით საოცარ და მზიან საქართველოში. ქართველი ხალხი გაგაოცებთ თავიანთი სტუმართმოყვარეობით. მივმართავ და მოვუწოდებ უკრაინის მთავრობასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უზრუნველყონ საჰაერო ნავიგაციისა და აეროპორტის მოსაკრებლის ფასდაკლებები ავიარეისებზე უკრაინა-საქართველო-უკრაინის მიმართულებით. ავიაკომპანიებს, ამ შემთხვევაში, შეეძლებათ ფასი დაწიონ ბილეთებზე.

და ბოლოს, ჩვენ არაერთი კონკულტაცია გვქონია ამ თემაზე და ახლა, დადგა დრო, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტომ დაიწყოს მოლაპარაკებები და ოფიციალურად შეცვალოს სახელწოდება Грузия – სახელწოდებით საქართველო.

მნიშვნელოვანია, გვერდით დავუდგეთ ქვეყანას, რომელიც ჩვენს მსგავსად, წლებია იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს!” – განაცხადა პეტრო პოროშენკომ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...