ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მტკიცედ გვჯერა, რომ სწორედ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთისკენ და...

“მტკიცედ გვჯერა, რომ სწორედ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთისკენ და საქართველოს ნატო-ში წევრობა არის სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია ევროპაში” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას – მოხდეს ოფიციალური დეზავიურება 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების იმ ნაწილის, სადაც აღნიშნულია, რომ “უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები”, ეხმაურება და მწვავე შეფასებას აძლევს პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი”:

რუსეთის ფედერაცია ამ განცხადებით კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს!

რუსეთი კიდევ ერთხელ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, რამდენადაც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება არის ქართველი ხალხის არჩევანი და ნებისმიერი მცდელობა, გავლენის სფეროების დაკანონების, უპირისპირდება როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენიტეტის პრინციპს, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანს.

მიგვაჩნია, რომ სწორედ რუსეთის რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკა უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას საფრთხეს.

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომი, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, განგრძობითი რუსული ოკუპაცია და ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც 2014 წელს ყირიმის ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომი, საფრთხეს უქმნის ეროპულ უსაფრთხოებასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო ნორმებს.

მტკიცედ გვჯერა, რომ სწორედ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთისკენ და საქართველოს ნატო-ში წევრობა არის სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია ევროპაში” – აცხადებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...