საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას გადადგომის თაობაზე. ვიცე-სპიკერის აზრით, შესაძლოა, გადადგომის მიზეზი ყოფილიყო სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა:
,,შეიძლება ეს უკავშირდებოდეს რაღაც შეუთავსებლობა/შეუთანხმებლობას გარკვეული პოზიციების, რომლებიც გააჩნია მთავრობას, მთავრობის გარკვეულ ნაწილს, მეორე ნაწილს. რასაკვირველია, ტყუილად არაფერი არ ხდება! – გეთანხმებით.
არაფერი ისეთი არ ხდება: მინისტრები იცვლებიან, მთავრობები იცვლება, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს!
კანდიდატურასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, როგორ შეიძლება ისე ცარიელი იყოს და არავინ არაფერზე არ ფიქრობდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის შემადგენლობაში ამ თემაზე არის ლაპარაკი.
პრემიერის გადადგომაზე არის მუდმივად ლაპარაკი, რომ აი, პრემიერი უნდა გადადგეს, დღეს გადადგება, ხვალ გადადგება… ესეც, რასაკვირველია, მე მგონია, რომ არის საპასუხო იმ რეალობისა, რაც ,,ნაც. მოძრაობის“ სისტემაში შეიქმნა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს, პარტის “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, ბრიფინგი გამართა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, სადაც გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


