შაბათი, ივლისი 12, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების...

“ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება” – ნინო ლომჯარია

დღეს, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარადგინა ანგარიში, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად განხილული იქნა მედიაზე თავდასხმის ფაქტები – კონკრეტულად 5 ივლისის საქმე. მისი განმარტებით, 5 ივლისის საქმეზე 45 ჟურნალისტს და ოპერატორს აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, ხოლო პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ აქვს დაწყებული:

,,განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო წლების და განსაკუთრებით, ბოლო წლის განმავლობაში არსებობდა. სახალხო დამცველმა იდენტიფიცირება გაუკეთა და აღრიცხა მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა. აქ არ იგულისხმება მხოლოდ 5 ივლისის მოვლენები.

სამწუხაროდ, ასევე, ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.

5 ივლისის მოვლენები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტების და ზოგადად მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რეალური საფრთხე შეუქმნა, არამედ, უფრო მეტიც, – მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა კიდევაც.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 5 ივლისის საქმეზე 45 ჟურნალისტს და ოპერატორს აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით პროკურატურას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ აქვს დაწყებული. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებების სულ მცირე 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აკმაყოფილებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...