spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიკომუნიკაციების კომისიამ მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის საჯარო კონსულტაციების...

კომუნიკაციების კომისიამ მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა. ახალი წესის შესაბამისად, ტელეკომ სფეროს რეგულირების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარიმართება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, როგორც ინდუსტრიის, ისე – მომხმარებლების ინტერესებზე.

დამტკიცებული პროცედურის მიხედვით, კომუნიკაციების კომისია საჯარო კონსულტაციებს გამართავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, როგორებიცაა კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით ბაზრის ანალიზის ჩატარება და შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიებების მიღება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონით გაცემა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე მომზადებული აქტის პროექტი შესაბამის ინფორმაციასთან ერთად განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინონ საკუთარი წერილობითი მოსაზრებები. გარდა ამისა, კომისიის ვებ-გვერდზე შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სივრცე, სადაც სისტემატიზებულად განთავსდება საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტები, დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები და კომუნიკაციების კომისიის პასუხები.

საჯარო კონსულტაციების ახალი წესები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან, ასევე ეყრდნობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში” მიღებულ რეკომენდაციებს, რომელთა ძირითადი მიზანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოება იყო. საჯარო კონსულტაციების პროცედურის მიღების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული, როგორც ტელეკომ ოპერატორები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა მიერ წარდგენილი არაერთი შენიშვნა და წინადადება კომუნიკაციების კომისიამ გაითვალისწინა.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...