კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო...

“სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია “ქართულ ოცნებაში” – პოლიტსაბჭოში” – ეკატერინე ტიკარაძე

პარტის “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, სადაც გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა:

მადლობა მინდა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩემთან ერთად დაუღალავად იბრძოდა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ვინც გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის სისტემაში ჩვენ ვიღებდით.

მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიის პირობებში დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე.

ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები. ჩვენი ყველა ქმედება და ნაბიჯები მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ჯანმრთელობისათვის.

სამწლიანი, საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია “ქართულ ოცნებაში” – პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...