შაბათი, ივნისი 28, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც მხარეს შეუძლია გამოიყენოს...

“გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც მხარეს შეუძლია გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგის სასამართლოში” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან დაგეგმილ მორიგ ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კონსილიუმს დაემატება სხვა დარგის სპეციალისტებიც, რომლებიც შეისწავლიან მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ჩანაწერებს და წარმოადგენენ შესაბამის დასკვნას:

,,კონსილიუმმა და მეც ბოლო ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან განვახორციელეთ 23 ნოემბერს. უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი, მონიტორინგის მიზნით, გორის საავადმყოფოში.

ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც – შესაბამისი მიმართულებებით, რადგან უკვე ახალი, ესე ვთქვათ, მიმართულებით გამოიკვეთა პრობლემები. მათ შორის, სავარაუდოდ, ფსიქიკური – ჯანდაცვის მიმართულებით.

ამიტომ ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით ანუ ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს, თუ რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით. გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც, რა თქმა უნდა, მხარეს შეუძლია გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...