ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
9.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"წინდაუხედავი ნაბიჯი იყო შუა სასწავლო წელს მასწავლებლების სკოლიდან...

“წინდაუხედავი ნაბიჯი იყო შუა სასწავლო წელს მასწავლებლების სკოლიდან გაშვება და მათი სამუშაო ადგილის ვაკანტურად გამოცხადება” – ნანა ტოხვაძე

3000-ზე მეტი პედაგოგის სამსახურიდან მოხსნის საკითხთან დაკავშირებით დღეს განათლების მინისტრმა განკარგულებაში ახალი ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილი კვლავ რჩებიან საგანმანათლებლო სისტემაში. აღნიშნულ საკითხს “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ეხმიანება. ნანა ტოხვაძის თქმით, მინისტრის ეს გადაწყვეტილება სამწუხაროდ არ ეხება ყველა იმ პედაგოგს, რომლებმაც ვერ გადალახა საგამოცდო ბარიერი დადგენილ ვადებში. ტოხვაძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მასწავლებლების წინა საგამოცდო მომზადება:

პრაქტიკოსი მასწავლებლების პროტესტის კვალდაკვალ ბ-ნ ჩხენკელს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანა მოუწია. ახალი გამონაკლისის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე ვრცელდება.

სამწუხაროდ, სამინისტრო კვლავ შეცდომების გამოსწორების რეჟიმშია, იმის ნაცვლად, რომ გონივრულად დაეგეგმა სქემაში შესატანი ცვლილებები და მინიმუმ სასწავლო კალენდარი გაეთვალისწინებინა. აღმოჩნდა, რომ წინდაუხედავი ნაბიჯი იყო შუა სასწავლო წელს მასწავლებლების სკოლიდან გაშვება და მათი სამუშაო ადგილის ვაკანტურად გამოცხადება, როგორც სასწავლო პროცესის ისე სოციალური სამართლიანობის დაცვის თვალსაზრისით.

ამრიგად, ჩხენკელმა უბრალოდ დაასწრო პრაქტიკოსი მასწავლებლების საკითხის განათლების კომიტეტზე განხილვას და შეეცადა საკუთარი შეცდომა ამ გზით ნაწილობრივ გამოესწორებინა”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...