spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე!" - სოზარ...

“მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე!” – სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შეთავაზებაზე – ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა ადამიანს, რომელთაც ზიანი მიაყენა და პატიება მიიღოს. ამასთან მიაჩნია, რომ მიმდინარე პროცესების ქუჩაში გადატანით შერიგება და პოლარიზაციის შემცირება ვერ მოხდება:

,,კი ბატონო, შეთავაზება მიღებულია. მე მივაწოდებ დოდო აფხასიძის ტელეფონის ნომერს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ გასცა ბრაძანება ოჯახის განადგურების, დაჭერის კი არა! – შეხვდეს, დაელაპარაკოს, მოუხადოს ბოდიში და მიიღოს პატიება.

მივაწოდებ ყველა იმ ადამიანის საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იქნენ მოკლულნი ქუჩაში თუ ციხეში – ნაწამები, გაუპატიურებული. – მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება!

მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე!

ქუჩაში პროცესების გადატანით შერიგება და პოლარიზაციის შემცირება არ ხდება! უნდა შეწყვიტონ რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი! უნდა აღიარონ, რომ არჩევნები წააგეს…“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვით მხარდაჭერას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...