spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებანანა ტოხვაძე - "რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ...

ნანა ტოხვაძე – “რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს მიეღოთ შესაბამისი გადამზადება?” – პარლამენტთან მასწავლებლების აქცია გაიმართა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა მასწავლებლებმა დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა იმ 5000-ზე მეტი მასწავლებლის სკოლაში დარჩენა იყო, რომლებსაც პრემიერ-მინისტრის დადგენილებით 15 იანვრიდან სკოლებს ატოვებინებენ.

რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს მიეღოთ შესაბამისი გადამზადება და მომზადებული შეხვედროდნენ ბოლო შანსს“, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტების მოთხოვნას. ტოხვაძის თქმით, როგორც 2020 წელს, ასევე 2021 წელს აქციაზე მყოფი მასწავლებლების რესურსი გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ მმართველ ძალას პოლიტიკური ძალაუფლება შეენარჩუნებინა

მთავარი მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი. 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მათ მისცეს იმედიანი სიტყვა, რომ დატოვებდნენ სასკოლო სისტემაში, 2021 წელსაც გამოიყენეს მათი რესურსი, როგორც მასწავლებლების იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალაუფლება შეენარჩუნებინათ და დღეს “ქართული ოცნება” მათ პასუხის გარეშე უშვებს სკოლიდან.

რა თქმა უნდა, ამ ადამიანებისთვის გამოცდის ჩაბარება რომ აუცილებელი იყო ეს ჩვენთვის ცხადია მაგრამ არის შეკითხვა – რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს მიეღოთ შესაბამისი გადამზადება და მომზადებული შეხვედროდნენ ბოლო შანსს, რათა 20-25 წლიანი საქმიანობის შემდეგ ასე უცერემონიოდ არ გაეშვათ სკოლებიდან?”, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...