შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბალანსის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა...

“ბალანსის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მუნიციპალურ ბერკეტს, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება” – ბერდია სიჭინავა

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სამოქმედო გეგმა წარადგინა.

სამოქმედო გეგმა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე წარადგინა.

მიზანი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი გეგმა, არის საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩვენთვის მონიჭებული უფლებამოსილება, ვიმოქმედოთ ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის უზრუნველსაყოფად და იქ, სადაც ეს ბერკეტი გაგვაჩნია, არცერთ პარტიას არ მივცეთ ერთპარტიულად და ერთპიროვნულად საკრებულოების მართვის და კრიზისის შექმნის შესაძლებლობა, არამედ პირიქით, ვიმოქმედოთ მუნიციპალიტეტის, იქ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად.

თქვენთვის უკვე ცნობილია ჩვენი პოზიცია ბათუმის საკრებულოსთან დაკავშირებით, რომელიც მივიღეთ იქ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს:
1. იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია გადამწყვეტი ხმები, დღეს – პირველ სხდომაზე, საკრებულოების თავმჯდომარეების კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში.
2. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე გვაქვს გადამწყვეტი ხმები, თქვენ იცით, რომ ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში მონაწილეობას დღეს არ მივიღებთ.
3. სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც არ გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა – გადამწყვეტი ხმები, თუმცა გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ დავასახელოთ საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატები, ჩვენ დღესვე, ახალარჩეული საკრებულოების პირველივე სხდომაზე წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარეების და სხვა პოზიციების დასაკავებლად.
4. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც ასევე გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, პარტია „საქართველოსთვის“ ქმნის ფრაქციებს.
5. იმ საკრებულოებში, სადაც ჩვენი კანდიდატები მოიპოვებენ საკმარის ხმებს საკრებულოს თავმჯდომარის თუ სხვა პოზიციის დასაკავებლად, კიდევ ერთხელ ჩვენი მოქმედების პრინციპი იქნება ძალაუფლების ბალანსი და დაეფუძნება ამ მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს და ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ ძალთა ბალანსს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიამ „საქართველოსთვის“ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა ღია ერთობლივი თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც უარი მიიღეს.

ჩვენ „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შევთავაზეთ ღიად ერთობლივი თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც მივიღეთ უარი. ჩვენ მეორე ნაბიჯი კომპრომისული ნაბიჯი გადავდგით, სადაც დავასახელეთ – ჩვენი თავმჯდომარეობის კანდიდატები, რომ მივიღებდით მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობების დასაკავებლად, თუმცა ამაზეც ჩვენ პოზიცია არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არ მოგვისმენია. შესაბამისად, როგორც განვაცხადეთ, ბალანსის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მუნიციპალურ ბერკეტს, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ინფორმაციას პარტია “საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...