spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ვარ ძალიან გაბრაზებული" - თამარ ჩერგოლეიშვილი

“მე ვარ ძალიან გაბრაზებული” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, თავისი გაბრაზების მიზეზების ახსნას ახდენს:

მე ვარ ძალიან გაბრაზებული.

ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ ბოროტმოქმედი, ანტიდასავლური, ანტიქართული რეჟიმი აკონტროლებს ამ ქვეყანას უკვე 9 წელია და თუ კიდევ დიდხანს დარჩა, შეიძლება ჩვენს ისტორიული მიზნის შესრულებას და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვან ინტეგრირებას ჩვენი თაობა დაემშვიდობოს.

ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ ეს ბოროტმოქმედი რეჟიმი ამდენ ხანს ვერ გაძლებდა:

1) ერთ ადამიანს რომ შინაგანი კონტროლის მექანიზმები ჰქონოდა და “მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე ნუ დარჩება” პრინციპით არ ემოქმედა;

2) თუ მას არ ყოფნიდა წესიერება და ნებისყოფა, მის გარემოცვას ყოფნოდა პასუხისგებლობა მიმხვდარიყო რა არის სწორი ამ ქვეყნის ისტორიული მიზნის მისაღწევად, და რა არასწორი და შესაბამისად ემოქმედა.

სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა – ამისთვის საკმარისი ნებისყოფა, გონიერება და პატიოსნება არ აღმოაჩნდა იმდენ ადამიანს, რომ ვითარება შეგვეტრიალებინა.

ჩვენ არ აღმოგვაჩნდა საკმარისი პატრიოტი, წესიერი და გონიერი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე იმისთვის, რომ მესიანიზმი არ დაეშვათ.

ანუ მე ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რომ პოლიტიკური ლიდერების მეგალომანიის, უპასუხისმგებლობის და ოპორტუნიზმის გამო ბოროტმოქმედი რეჟიმის დამარცხება გაჭიანურდა.
ჩემი პოზიცია ძალიან მყარია და ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანას არ ეშველება სანამ მესიანიზმს წერტილს არ დავუსვამთ.

ეს პოზიცია არ შეიცვლება, იმიტომ რომ ესაა სწორი პოზიცია.

ასევე არ შეიცვლება ჩემი გაბრაზება – მე ვიქნები ძალიან გაბრაზებული იქამდე, სანამ ბოროტმოქმედი რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას და ვიცი, რომ ამის მიზეზი ის ხალხიცაა, ვინც ვითომ ბიძინას ებრძვის და სინამდვილეში მას აძლიერებს.

მინდა, რომ თვითგამოცხადებული მესიის თაყვამისმცემლებმა ეს კარგად გაიგოთ და თავი გამანებოთ – თქვენთან მინდა დიდი ჩინური კედელი მანამდე, სანამ თვითგამოცხადებული მესიის ყველა იმედი არ გადაგეწურებათ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...